• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შეფ მზარეული
დამსაქმებელი: აგროჰაბი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2018/06/15
მდებარეობა: თბილისი
განათლება კოლეჯი-პროფესიული
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 841 -ჯერ

კომპანია „აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის ტექნოლოგიური პროცესების სრული მართვა;
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
  • შეასრულოს ყველა  შეკვეთა ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით;
  • უზრუნველყოს  მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
  • აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
  • გააკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება  სტანდარტის მიხედვით;
  • აქტიურად ჩაერთოს ახალი რეცეპტების შექმნაში;
  •  გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
  • პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
  • იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ცოდნა

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • ლოგიკური აზროვნება;

 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge  2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

 გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა