• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შეფ კონდიტერი
დამსაქმებელი: Bakerstreet
ბოლო ვადა: 2018/05/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 702 -ჯერ

კომპანია : Bakerstreet

პოზიციის დასახელება : შეფ კონდიტერი  

განცხადების მიღების ბოლო ვადა : 08/06/18

 

ჩვენი მეგობრული და გემრიელი გუნდი ეძებს გამოცდილ, თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე და ასევე გემრიელ შეფ კონდიტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ენერგიულ და ამბიციურ ოჯახს.

იდეალური კანდიდატი უნდა იყოს მოწოდებით ლიდერი და კულინარიის თანამედროვე ტენდენციების მიმდევარი.

 

მას მოეთხოვება:

  • შეფ კონდიტრად მუშაობს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • განათლება კულინარიის/საკონდიტრო მიმართულებით.
  • გუნდის მართვის უნარი.
  • ხარისხზე, სისუფთავეზე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • კრეატიულობა.
  • ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა.

 

მას დაევალება:

  • შეადგინოს მენიუ რესტორნის კონცეფციიდან, სეზონურობიდან, ბაზრის ტრენდებიდან გამომდინარე. თითოეულ პროდუქტზე მოამზადოს კალკულაცია თვითღირებულების დასადგენად.
  • კონსულტაცია გაუწიეს რესტორნის მენეჯმენტს საჭირო დანადგარების შეძენისას და ნედლეულის მომწოდებლების შერჩევისას.
  • დაგეგმოს წარმოებისა და მომსახურების პროცესი და  განსაზღვროს საჭირო ადამიანური რესურსი.
  • ჩაერთოს კონდიტერ/მზარეულების შერჩევის პროცესში.
  • განსაზღვროს წარმოებისთვის საჭირო მარაგები და აკონტორლოს მიღებული ნედლეულის რაოდენობრივი და ხარიხოსბრივი სისწორე.
  • აკონტროლოს მზა პროდუქტის ხარისხი და ვადიანობა სტანდარტების შესაბამისად.
  • მოამზადოს კულინარიული ნაწარმი  კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვით და აკონტროლოს მის დაქვემდებარებაში მყოფი კონდიტერ/მზარეულების საქმიანობა.
  • აწარმოოს მზა პროდუქციისა და გამოყენებული ნედლეულის აღრიცხვა.
  • იზრუნოს მისი გუნდის პროფესიული გამოცდილების გაღრმავებაზე და გაუზიაროს მათ ინოვაციური მეთოდები.
  • აკონტროლოს დანადგარების გამართულად მუშაობა და სამზარეულოში სანიტარული ნორმების დაცვა.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ, მხიარულ და საქმიან გარემოს.
  • შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების პერსპექტივებს.
  • გემრიელ ანაზღაურებას.

 

თუ ხართ მზად გამოწვევებისთვის და წარმეტებისთვის, ჩვენს ელექტრონულ  მისამართზე bakersteer.ge@gmail.com ველოდებით თქვენს რეზიუმეს

ან დარეკეთ: (+995) 591 22 94 94; (+995) 577 29 89 20

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა