• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ჩემი ოფისი
ბოლო ვადა: 2018/05/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 746 -ჯერ

MY OFFICE-ი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ.თბილისში:

„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. ესაჭიროება აქტიური პიროვნება HP, Canon, Xerox პროდუქციისა და სახარჯი მასალების შესყიდვების მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;

  • შესასყიდი პროდუქციისა და ახალი მომწოდებლების მოძიება;

  • მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული  მოლაპარაკებისა და მიმოწერის წარმოება;

  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება;

  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

  • კეთილ მოსურნე და მეგობრული კომუნიკაცია მომწოდებლებთან;

  • პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პროდუქტების გამოვლენა;

  • საწყობის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი 25 წლიდან;

  • განათლება უმაღლესი;

  • რუსული, ინგლისური ენების ფლობა;

  • მონაცემების სწრაფი დამუშავების უნარი;

  • კომპიტერული პროგრამების ცოდნა;

  • მართვის მოწმობა;

  • სასურველია ნაწილების  ტექნიკის შესყიდვის მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სიახლეების მიმართ სწრაფება;

  • ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი, კომპიუტერულ სფეროში,;

  • სამუშაო პროცესების ორგანიზების სურვილი;

  • კომუნიკაბელური;

  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.

  • დინამიური სამუშაო გარემო;

  • ულიმიტო სასაუბრო დრო;

  • სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება;

  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 

  • ანაზღაურება 500-800 ლარამდე;

  • ადგილზე შესწავლა.

თუ ეძემთ საინტერესო სამუშაოს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ  მოთხოვნებს იჩქარეთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე:hr@myoffice.com.ge, 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით.  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება შესყიდვების სპეციალისტი.

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა