• https://charte.ge/

ავტორი

დაირექტ დებიტ ჯორჯია

mail: ipayjobs@ipay.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სწრაფი გადახდის აპარატების ტექნიკური ჯგუფის კოორდინატორი თბილისსა და რეგიონებში
დამსაქმებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
ბოლო ვადა: 2014/09/30
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 898 -ჯერ
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სწრაფი გადახდის აპარატების ტექნიკური ჯგუფის კოორდინატორის თანამდებობაზე თბილისსა და რეგიონებში (ბათუმი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, მარტვილი, სამტრედია, ოზურგეთი, ქუთაისი, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, გორი, მცხეთა, კასპი, მარნეული, ბოლნისი, რუსთავი, წნორი, გურჯაანი, ყვარელი, თელავი).
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ტექნიკური და საინკასაციო ჯგუფების კოორდინაცია;
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქსელის გამართულობის კონტროლი;
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქსელის მდგომარეობის შესწავლა და რეპორტინგი;
  • ქსელში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსწორება.
სავალდებულო  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • მენეჯერული უნარები – დაგეგმვა და ორგანიზება – ამოცანის დასმისა და მიღწევის პროცესის ორგანიზება, მიზანმიმართულობა. ადამიანების მართვის უნარი – ამოცანების განსაზღვრა და დელეგირება, კოორდინაცია და მათი მიღწევის შეფასება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ.ფოსტაზე  2014 წლის 30 სექტემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა