• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო წარმომადგენლი
დამსაქმებელი: მდ
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2018/05/01
მდებარეობა: თბილისი
განათლება დიპლომირებული სპეციალისტი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
სქესი: მდედრობითი
ნანახია: 928 -ჯერ
კომპანია MD აცხადებს  სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას თბილისში და ქუთაისში.
კომპანია MD საქართველოში წარმოგიდგენთ ისრაელის კორპორაცია SupHerb-ის მაღალხარისხოვან პროდუქციას: ორსულობის და ლაქტაციის დროს მისაღები პრეპარატები, საჭმლის მომნელებელი სისტემის მარეგულირებელი პრეპარატები, პრობიოტიკები, სახსრების და კუნთების პათოლოგიების საწინააღმდეგო პრეპარატები, პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატები, ენერგეტიკული დონის ასამაღლებელი პრეპარატები, იმუნოსტიმულატორები, სტრესის საწინააღმდეგო საშუალებები, გასახდომი საშუალებები, კანის და თმის მოსავლელი საშუალებები და ა.შ.
 
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
ძირითადი მოვალეობები:
 
** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის / მომსახურების შეთავაზება;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება;
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სადაზღვევო ან სამედიცინო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, როგორიცაა: Word, Excel.
 
პიროვნული კომპეტენციები / უნარები:
 
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 მაისი, 2018
 
დაინტერესებულ კანდიდატების რეზიუმეს მივიღებთ ელ. ფოსტაზე: ltdmdmed@gmail.com
 
კომპანია MD მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა