• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფროსი პროგრამისტი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
ბოლო ვადა: 2014/09/10
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 5 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 409 -ჯერ
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს უფროსი პროგრამისტის  თანამდებობაზე:
 
სამუშაო ადგილი:თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.09.2014 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა
  • შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • Microsoft .NET-თან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • ASP.NET MVC ტექნოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა
  • ვებ სერვისების შექმნისა და გამოყენების გამოცდილება
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • Transact-SQL ცოდნა
  • მრავალდონიანი არქიტექტურის გამოყენებით (n-tier), პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
  • ობიექტ-ორიენტირებული ენების გამოყენებით, პროგრამირების გამოცდილება
  • ინგლისური ენის ფლობა
 
უნარები:
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე  არაუგვიანეს 2014 წლის  10 სექტემბრისა 
 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: „უფროსი პროგრამისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა