• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დირექტორის ასისტენტი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2015/05/31
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 2675 -ჯერ
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 18 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
 
კომპანია ჭი-ტა აცხადებს დირექტორის ასისტენტის ვაკანსიას.
 
პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.
  • სამუშაო დღეები: 5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.
  • სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.
ძირითადი ფუნქციები:
  • კორესპონდენციისა და სატელეფონო ზარების მართვა;
  • ცენტრალურ ოფისსა და ფილიალებს შორის კომუნიკაცია;
  • შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმაოება;
  • საწყობის პროგრამაში მუშაობა;
  • ფილიალების მონიტორინგი.
  • ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
მოთხოვნები:
  • ასაკი: 22-დან 30-წლამდე;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: 1-2 წელი.
  • უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ან მათემატიკური განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური აუცილებელი, რუსული სასურველი);
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
  • დატვირთულ გარემოში მშვიდად და კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი; 
  • კრეატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხსიმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზებისა და წარმოების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პოზიტიურობა;
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის უნარი და მოტივაცია;
 
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@chita.ge ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა. 
 
ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ  CV  შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ს.კანდელაკის 17 -  ყოველ-დღე (შაბათ-კვირის გარდა), 12:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე. 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის  31 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
 
გისურვებთ წარმატებებს!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა