• https://charte.ge/

ავტორი

მარტ ლოჯისტიკა

tel: (+995) 593 19 37 77
mail: hr@martsteel.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური მენეჯერი
დამსაქმებელი: მარტ ლოჯისტიკა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2018/05/03
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1173 -ჯერ

კომპანია „მარტ ლოჯისტიკა”,  რომელიც აწარმოებს ტვირთების გადაზიდვას საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, ყაზახეთში, ამიერკავკასიაში, ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის  პოზიციაზე. კომპანიას ყავს საკუთარი ავტოპარკი.

 

კომპანია „მარტ ლოჯისტიკა“ არის “ფოლადის სახლის“  შვილობილი კომპანია. „ფოლადის სახლი“  2014 წელიდან ოპერირებს საქართველოს და ამიერკავკასიის ბაზარზე, როგორც ლითონის ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი.

 

 

ტექნიკური მენეჯერის  ძირითადი მოვალეობაა:

 

  • კომპანიის ავტომანქანების გამართულობაზე პასუხისმგებლობა;
  • მძღოლების და ავტოპარკის სხვა მუშახელის დაქირავება და მენეჯმენტი;
  • საერთაშორისო ექსპედიციის დაგეგმვა;
  • საერთაშორისო ექსპედიციაში მყოფი ავტომობილის კონტროლი;
  • საერთაშორისო გადაზიდვების სტანდარტების ცოდნა;
  • საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების უზრუნველყოფა;
  • საზღვარგარეთ ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო საბუთების მოწესრიგება, როგორც მანქანისთვის ასევე მძღოლებისთვის;
  • საწვავის მარაგის შეძენა და კონტროლი;
  • ავტონაწილების, მათ შორის საბურავების და სხვა სათადარიგო ნაწილების შეძენა და ექსპლოატაციის კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება - შესაბამის სფეროში;
  • მანქანების ტექნიკური მახასიათებლების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიაში მუშობის გამოცდილება;
  • ტექნიკურ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • მძღოლებთან ურთიერთობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის სწორად მართვის უნარი;

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლოჭინი, გეზის მიმდებარე ტერიტორია

 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება: 1500-დან 2000 ლარამდე - კვალიფიკაციის შესაბამისად. 

 

ჩვენთვის სამუშაო გამოცდილებაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის ზრდისა და განვითარების მზაობა, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს. ჩვენ ვეძებთ კადრს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.  

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge;

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა