• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ფუდპანდა
ბოლო ვადა: 2014/09/10
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
ნანახია: 460 -ჯერ

კომპანია Foodpanda აცხადებს ვაკანისიას გაყიდვების მენეჯერი ბათუმში და ქუთაისში პოზიციაზე.

Foodpanda   არის    წამყვანი საერთაშორისო ინტერნეტ კომპანია საქართველოში ,რომელიც  მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ ინკუბატორ ‘’როკეტ ინტერნეტ’’-ის შვილობილი კომპანიაა, ჩვენი პორტფელი მოიცავს, ონლაინ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით: ტანსაცმელის, კვების, ავეჯის, უძრავი ქონების, ავტომობილებით ვაჭრობის სფეროში.

ჩვენი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.rocket-internet.com ჩვენ ყოველთვის ვეძებთ საუკეთესო ხალხს ჩვენი კომპანიისთვის.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ბათუმი

თანამდებობის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი  კლიენტების მოძიება; მათი მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტების მიწოდება;
  •  არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
  • სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვების განხორციელება არსებულ კლიენტთან;
  •  კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება;
  •  შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

კომუნიკაბელური;

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული;
  • ასაკი: 20-30 წ. 


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე 10 სექტემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა