განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი ბათუმში
დამსაქმებელი: ტექნო ბუმი
ბოლო ვადა: 2018/03/15
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 224 -ჯერ

კომპანია ტექნო ბუმი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში!

კომპანია ტექნო ბუმი დაარსდა 2010 წლის 3 მარტს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების საბითუმო და საცალო ვაჭრობა.  დღესდღეობით კომპანია ტექნო ბუმი საქართველოს მასშტაბით  15 მაღაზიით არის წარმოდგენილი. კომპანიის კონცეფციას და წამყვან ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს ყველაზე დაბალი ფასის გარანტია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებზე.

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი

პოზიცია: კონსულტანტი (ბათუმი)

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 20:00


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომარაგების მიღება;
  • ტექნიკის ჩამოტვირთვა მანქანიდან და განთავსება დარბაზში;
  • ტვირთის გადატანა  საწყობში  / ან განლაგება მაღაზიაში;
  • მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა  შეძენილი პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებამდე

    მისატანად;

  • მენეჯერის მიერ განსაზღვრული  სხვა ვალდებულებების შესრულება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

 

პიროვნული თვისებები:

 

  • ენერგიული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • მოთმინების უნარის მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალების მიმართ დაკვირვებული;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ 2018 წლის 15 მარტამდე შემდეგ მისამართზე: hr@technoboom.ge

გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

კომპანია ტექნო ბუმი ზრუნავს თითოეული თანამშრომლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე და მათ სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროსა და პირობებს  სთავაზობს.

 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა