განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: S Motors
ბოლო ვადა: 2018/04/07
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 271 -ჯერ

"S Motors" წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, 2001 წლიდან. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტი, საცალო/საბითუმო რეალიზაცია, დისტრიბუცია თბილისსა და რეგიონებში, კორპორატიული და საცალო კლიენტების მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებითა და სერვისის ფართო სპექტრით უზრუნველყოფა. 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 ან C1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სადიზაინერო/გრაფიკული პროგრამების ცოდმა: Adobe Photoshop ან Adobe Illustrator ან Corel Draw (სასურველია).

უნარები/თვისებები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** შემოქმედებითობა;
** კრეატიული აზროვნება და მიდგომა;
** ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სარეკლამო კონცეფციის პოლიტიკის შემუშავება;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ორგანიზაციის ბრენდების განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის კვლევა, ბაზრის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
** სოციალური ქსელების გვერდების მართვა (Facebook, Twitter, Instagram, Linkedin);
** კომპანიის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: jobs.smotors@outlook.com არაუგვიანეს 2018 წლის 7 აპრილისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა