• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: მზიურის კაფე
ბოლო ვადა: 2018/03/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1186 -ჯერ

"მზიურის კაფე" ეძებს მხიარულ, კომუნიკაბელურ, ყოჩაღ მიმტანს.

ძირითადი მოვალეობები:

** მიიღოს შეკვეთა "მზიურის კაფეს" მომსახურების წესის შესაბამისად;
** ჩაინიშნოს, აღრიცხვის პროგრამაში გაატაროს და სამზარეულოს გადასცეს მიღებული შეკვეთა;
** კაფეს სტუმრებს მოემსახუროს შეკვეთილი საკვებითა და სასმელით და მიაწოდოს ინფორმაცია დღის სპეციალური კერძის ან/და ახალი პროდუქტის შესახებ;
** მოამზადოს მთლიანი და სრული ანგარიში სტუმრისთვის წარსადგენად;
** სტუმრის წასვლის შემდეგ მოაწესრიგოს მაგიდა და გაამზადოს ახალი სტუმრის მისაღებად;
** კარგად იცოდეს მენიუს შემადგენლობა, კერძებში შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები.

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 17 სამუშაო დღე.
სამუშაო დრო: დღეში 5 საათი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: axalimziuri@gmail.com 2018 წლის 20 მარტამდე. წერილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა