• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სატელეფონო გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: ოდისეა
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/03/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 601 -ჯერ

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება. 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას დაემატა ახალი მიმართულება კოსმეტიკის ხაზით.

კომპანია ოდისეა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე წიგნების და კოსმეტიკის მიმართულებით. 

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: სატელეფონო გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: არასრული - 10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესწავლა;
** კვალიფიციური სატელეფონო კონსულტაციის გაწევა ;
** პირადი ბაზის განვითარება;
** გაყიდვების მონიტორინგი;
** მკითხველების კმაყოფილების კვლევა;

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

ჩვენ ვეძებთ:

** ენერგიულ;
** მოტივირებულ;
** კომუნიკაბელურ;
** პასუხისმგებლობის მქონე;
** წარმატებულ შედეგზე ორიენტირებულ;
** შრომისმოყვარე ადამიანებს.

ამიტომ!

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ა.წ. 15 მარტამდე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა