• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის ზედამხედველი ახალციხეში
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2015/05/07
მდებარეობა: ახალციხე
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
მიმაგრებული ფაილები: Attachment38.doc

ნანახია: 2294 -ჯერ
 
თანამდებობის დასახელება: საწყობის ზედამხედველი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია” 
სამუშაო ადგილი: ახალციხე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:  7 მაისი, 2015
 
ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.  
 
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს. 
 
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 000 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
 
 
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს საწყობის ზედამხედველის თანამდებობაზე.
 
 
მოვალეობები და ვალდებულებები:
  • საწყობის საქმიანობის ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება, ზედამხედველობა. ასევე დოკუმენტაციის წარმოება,  უსაფრთხოების  აღჭურვილობისა და ხელსაწყოების შენახვა-დისტრიბუცია, ინვენტარის მოვლა.
  • შემოსული ნაწილების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის კომპიუტერული ინვენტარის პროგრამაში შეყვანა.
  • ნაწილების დისტრიბუციასთან, მობრუნებებთან, შეკეთებებთან და განკარგვასთან დაკავშირებული კომპიუტერული და სხვა სახის ჩანაწერების წარმოება.
  • ნაწილების, აღჭურვილობისა და ხელსაწყოების დისტრიბუცია-განკარგვა.
  • საწყობის ფართის გონივრული განაწილება; საწყობის დიზაინის პრინციპების დაცვა; გაუმჯობესებების შესახებ რეკომენდაციების გაწევა.
  • უსაფრთხოების, სისუფთავის და მარაგის რაოდენობის ყოველდღიური შემოწმება
  • ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის ჩამოტვირთვა-განლაგებაში დახმარების გაწევა
  • საწყობის თანამშრომლების ზედამხედველობა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრეინინგება და მათთვის სამუშაოს გადანაწილება
  • საჭიროებისშემთხვევაშისაქართველოსმასშტაბით გამგზავრებასამსახურეობრივიმოვალეობისშესრულებისთვის.
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, სასაწყობო მეურნეობის, ტრანსპორტირების, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, ინვენტარის კონტროლის ან მასალების მენეჯმენტის სფეროში
  • სასაწყობში მუშაობის ან საწყობის ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება 
  • საწყობის ან საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა
  • საწყობის სტანდარტული ოპერაციების და პრინციპების ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • სასაწყობო მეურნეობის კონტროლის პრინციპების ცოდნა
  • მასალების შენახვის, შემოწმების და გაცემის მეთოდების ცოდნა
  • ფართის გამოყენების და ინვენტარზაციის ტექნიკის ცოდნა
  • ჩანაწერების წარმოების ცოდნა
  • გუნდური მუშაობის პრინციპი
 
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge    2015 წლის 7 მაისის ჩათვლით   
 
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა. 
 
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა