• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გარე გაყიდვების აგენტი
დამსაქმებელი: ჰენდი
ბოლო ვადა: 2018/03/06
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 640 -ჯერ

დასუფთავების კომპანია “ჰენდი„  აცხადებს ვაკანსიას  „გარე გაყიდვების აგენტი“-ს  პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 

მოვალეობები:

 

  • გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, კონტროლი და შესრულება;
  • შესაბამისი გაყიდვების არხების განსაზღვრა და პროდუქტების შექმნა;
  • ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
  • მონაცემთა ბაზის შემქნა და მუდმივი განახლება;
  • რეფერალების ქსელის ჩამოყალიბება და კონტროლი;
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება,მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი;
  • მუდმივი კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  •  სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.
  • უპირატესობა მიენიჭებათ  კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;

 

 

პიროვნული მახასიათებლები:

 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე handy.georgia.hr@gmail.com  და სათაურის ველში -

 

“Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება  „გარე გაყიდვების აგენტი“  წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.რეზიუმეების გადმოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 6 მარტი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

დასუფთავების კომპანია “ჰენდი„

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 557 07 00 66 , +995 577 38 30 38.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა