• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ივენთების მენეჯერი
დამსაქმებელი: მოზაიკა
ბოლო ვადა: 2018/03/05
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 976 -ჯერ

სარეკლამო სააგენტო მოზაიკა ივენთების მენეჯერის პოზიციაზე იწყებს კონკურსს. 

ვეძებთ ადამიანს, ვისთვისაც ღონისძიებების სფერო მიმზიდველი და საინტერესოა. არის შემოქმედებითი იდეებით სავსე, ორგანიზებული, ინიციატივიანი და აქვს სურვილი, რომ ცოდნა და პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვან გარემოებებში გამოიყენოს მოზაიკასთან ერთად.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი მოთხოვნები:

** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ივენთების მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სავალდებულო პროგრამების ცოდნა
** PowerPoint, MS Excel

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვა
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდის წევრებთან ერთად მუშაობა
** კარგი და ჯანსაღი კომუნიკაცია
** სხვისი აზრის მოსმენა, პატივისცემა და კრიტიკასთან გამკლავება
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობა
** დეტალებზე ორიენტირებული

ძირითადი საქმიანობა: 

** მიღებული ბრიფის შესაბამისად იდეების გენერირების მიზნით ბრეინშტორმინგებში აქტიური ჩართულობა.
** შემოსული მოთხოვნის დამუშავება, პრეზენტაციის და ბიუჯეტის მომზადება
** ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის შესყიდვის ორგანიზება
** ღონისძიების სრული პროცესის ორგანიზება და მართვა გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებულად
** ბიუჯეტის მართვა

თუ ჩვენს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები ემთხვევა თქვენს შესაძლებლობებს გთხოვთ, 5 მარტამდე მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით ელ. მისამართზე info@mozaika.ge

კონკურსის ეტაპები:

1. მიღებული განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება/ადგილზე დავალების შესრულება
3. საჭიროებისამებრ დამატებით პრეზენტაციის წარმოდგენა 

მონაწილეებს დავუკავშირდებით მხოლოდ პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში.

მოზაიკა მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და კონკურსში მონაწილეობისთვის

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა