• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების დირექტორი
დამსაქმებელი: შპს აისი
ბოლო ვადა: 2018/03/19
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 885 -ჯერ

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის კომპანიების: "Mars", "Рудь", "Коровка", "Левада", "Водный Мир", (გაყინული პროდუქცია), "Объединённые кондитеры " («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт») საკონდიტრო ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე თბილისში. 

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ტრადიციულ ქსელთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება 
** გაყიდვების გუნდის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია (წერა, კითხვა, საუბარი); ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** MS Office მაღალ დონეზე (Excel, Word, PowerPoint)
** სამუშაო დროის 25%-დან - 50%-მდე საქართველოს რეგიონებში მოძრაობის საშუალება
** საკუთარი ავტომობილი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა (ტრადიციული ქსელი)
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებები
** კადრების მოძიება და განვითარება
** მომწოდებელთან ადმინისტრაციულ საკითხებზე კომუნიკაცია

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ლიდერული უნარები
** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა

ჩვენი ბენეფიტებია:

** მაღალი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა
** მანქანის ცვეთის ხარჯები
** საწვავით უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული სიმ-ბარათი (საქართველოს მასშტაბით ულიმიტო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: papunameskhishvili@yahoo.com და ელექტრონული წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. 

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა