• https://charte.ge/

ავტორი

ელვა მარკეტი

tel: (+995) 595 99 80 53

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გამყიდველი
დამსაქმებელი: ელვა მარკეტი
ბოლო ვადა: 2018/03/12
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 983 -ჯერ

ჯიხურების ქსელი "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას 24 საათიანი გამყიდველის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ელვა მარკეტი" წარმოადგენს მინიმარკეტის ტიპის თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებულ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან. "ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: პრესა, წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე, ყოველდღიური მოხმარების საგნები: თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.

მოვალეობები: 

** პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
** დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
** სალარო აპარატთან გამართულად მუშაობა;
** კლიენტთა მომსახურება კორპორატიული სტანდარტის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@elvamarket.ge 2018 წლის 12 მარტის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595998053.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა