• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: მაგნიტი
ბოლო ვადა: 2018/03/19
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1137 -ჯერ

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას თბილისი, სოფ. დიღომი, დიდგორის 15-ში არსებულ სუპერმარკეტში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენი სუპერმაკეტები მდებარეობს: თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორში, მუხრანში, წეროვანში, ნატახტარში, წილკანში, დუშეთში, ჟინვალში და ოკამში.

სამუშაო ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 300 ლარი 

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-35 წლამდე
** სასიამოვნო გარეგნობა
** თავაზიანი მომსახურების უნარი
** შრომისმოყვარე
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ქართული ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს და დღესდღეისობით მოიცავს 28 სუპერმარკეტს. 2018 წლიდან კომპანია გეგმავს გაფართოებას რეგიონების მაშტაბით.

სუპერმარკეტებში არის მყუდრო და კომფორტული გარემო, პროდუქციის ფართო არჩევანი, მაღალი ხარისხის მომსახურება. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლაზე და განვითარებაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა