• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: Delay Group
ბოლო ვადა: 2018/03/05
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 2084 -ჯერ

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია - შპს "Delay Group" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. 

 

 

მდებარეობა: თბილისი, დიდუბე, ბაქრაძის 6.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:30, შაბათი-კვირა დასვენება (სტუდენტებისთვის დროის შეთანხმებით)

 

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება

 

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: vacancydelay@gmail.com

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა