• https://charte.ge/

ავტორი

ეკონომმიქსი

tel: (+995) 577 90 99 82
mail: hr@ekonommix.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი, მოლარე
დამსაქმებელი: ეკონომმიქსი
ბოლო ვადა: 2018/03/16
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 914 -ჯერ

კომპანია "ეკონომმიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის და მოლარის თანამდებობებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

1. კონსულტანტი

სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა.

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში; 
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. 

მოთხოვნები: 

** ასაკი 18-45წ;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე;

2. მოლარე

სამუშაო განაკვეთი: დღის/ღამის ცვლა.

მოთხოვნები: 

** ასაკი 18-45წ;
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** მათემატიკური უნარ ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა; 
** თავაზიანობა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@ekonommix.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა