• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: New Skin Station
ბოლო ვადა: 2018/03/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1375 -ჯერ

კომპანია "New Skin Station" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
** სქესი - მდედრობითი.

აუცილებელი უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** სასიამოვნო ხმის ტემბრი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური, თავდაჯერებული;
** პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური;
** სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვის არის თუ:

** ხართ შრომისმოყვარე;
** მონდომებული;
** გაინტერესებთ ახალი გამოწვევები
** გიყვართ საუბარი;
** გიყვართ პრობლემების გადაჭრა;
** გსურთ დასაქმდეთ და განვითარდეთ წარმატებულ კომპანიაში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე. 
კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. გამრეკელის 2 
ელ-ფოსტა: newskinstation.hr@gmail.com

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: newskinstation.hr@gmail.com და სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (ქოლ-ცენტრის ოპერატორი).

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა