• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: მზიური
ბოლო ვადა: 2018/03/13
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1139 -ჯერ

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მკაფა , ფერმა, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში საქართველოს გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: 

** მაღალ ფიქსირებულ ხელფასს
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას 
** სამოტივაციო ბონუსს

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიის განვითარების მენეჯერების და სავაჭრო წარმომადგენლების მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება; 
** სავაჭრო ობიექტებისა და გაყიდვების არხების მიხედვით გაყიდების კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი;
** გაყიდვების არხების და სავაჭრო ობიექტების მიხედვით ყოველთვიური გეგმის, დაგეგმილი პრომო -აქციების შესრულების უზრუნველყოფა. 
** სავაჭრო გუნდისთვის ყოველთვიურად ინიციატივების დასახვა, მისი მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
** მსხვილ კლიენტებთან რეგულარული მოლაპარაკებებეის წარმართვა და (Win&Win ) შეთავაზებების მიწოდება
** კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
** ნუმერიკული დისტრიბუციის ეფექტურობის მაჩვენებლის გაზრდა და მონიტორინგი. 
** ყოველთვიური/ყოველკვარტლური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა ხელმძღვანელობასთან. 
** ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოს მისი დროულად, ვადებში დაფარვა.

მოეთხოვენები:

** გაყიდვებისა მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** არსებული ბაზრის კარგი ცოდნა 
** სავაჭრო გუნდის მართვის და მოტივაციის უნარი და შესაბამისი გამოცდილება
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის წერილობითი რეკომენდაცია. მითითებული უნდა იყოს: ორგანიზაციის ტელეფონი, რეკომენდატორის სახელი, გვარი, და მობილური);
** უმაღლესი განათლება; 
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Excel, Word, 1C, PowerPoint,);
** კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლიანობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი.

საკონტაქტო მეილი: info@mziuri.com.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა