• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: იმედი L
კატეგორია: გაყიდვები, დაზღვევა,
ბოლო ვადა: 2015/05/17
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 1939 -ჯერ
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დაასრულა რეორგანიზაციის პროცესი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გამიჯნა. რეორგანიზაციის შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზი წარსდგებაიმედი L – ის ბრენდით.
 
სს სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის   თანამდებობაზე.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების  შემუშავება;
  • პოტენციური იურიდიული კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი განვითარება;
  • შეხვედრების დაგეგმვა  და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
  • კლიენტისთვის სადაზღვევო ურთიერთობის გასაფoრმებლად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დოკუმენტაციის დროული მომზადება;
  • არსებული კლიენტის  სადაზღვევო პრემიების დროულად დაფარვების მიზნით ინფორმაციის მოძიება ფინანსური განყოფილებისგან, კლიენტისთვის შეტყობინების მომზადება და გაგზავნა;
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა და წერის გამოცდილება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office ცოდნა;
 
 
აუცილებელი უნარები:
  • კარგი კოკმუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა;
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:vacancy@imediL.ge  სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის
დასახელება: „Corporate Sales Manager”
 
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა:  2015 წლის 17 მაისი
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა