• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: იმედი L
კატეგორია: დაზღვევა, კლიენტთა მომსახურება, სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/05/01
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1819 -ჯერ
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დაასრულა რეორგანიზაციის პროცესი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გამიჯნა. რეორგანიზაციის შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზი წარსდგებაიმედი L – ის ბრენდით.
 
სადაზღვევო კომპანია  იმედი L აცხადებს ვაკანსიას  სამედიცინო სატელეფონო ცენტრის  ოპერატორის  თანამდებობაზე.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულის იდენტიფიცირება, 
  • სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა და პროგრამული ასახვა
  • დაზღვულის  კლინიკაში გადამისამართება, ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა
  • კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ
  • ზარების გადამისამართება
  • ასევე შესაძლებელია უშუალო უფროსის მიერ სამუშაო პროცესში დამატებით დავალებების მიღება
 
განათლება და გამოცდილება:
  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის ფაკულტეტი);
  • სასურველი სატელეფონო ცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel პროგრამა);
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
 
აუცილებელი უნარები 
  • გამართული მეტყველება
  • თავაზიანი
  • მომსახურებაზე ორიენტირებული
  • აქტიური, ენერგიული
  • კომუნიკაბელური
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი
  • დაკვირვებული

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:Vacancy@imediL.ge  სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „CC Operator“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 მაისი 2015 წ.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა