• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვისის ინჟინერი
დამსაქმებელი: ჩემი ოფისი
ბოლო ვადა: 2018/02/24
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 959 -ჯერ

კომპანია "My Office"-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის ინჟინერის პოზიციაზე, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP, CANON, XEROX. 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/

ძირითადი მოვალეობები:

** პრინტერებისა და სკანერების სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** დიაგნოსტიკა; 
** ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა; 
** მომსახურების გაწევა, როგორც ადგილზე ასევე ობიექტზე გასვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოფისე ტექნიკის კერძოდ პრინტერის შეკეთების კუთხით;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სასურველია ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** ორგანიზებულობა.
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა; 

სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლთ 09:00-დან 18:00-მდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge 2018 წლის 24 თებერვლისჩათვლით. 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სერვისის ინჟინერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა