• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის უფროსი
დამსაქმებელი: გირო კრედიტი
ბოლო ვადა: 2018/02/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 976 -ჯერ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  გირო კრედიტი, რომლის ძირითად საქმიანობას ფინანსური  ოპერაციების  წარმოება წარმოადგენს დაფუძნდა  2010 წლის 21ოქტომბერს,  კომპანიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი  რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გაამყარა მისი წილი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე გახდა სანდოობის მაღალი ხარისხის და ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია.

ვაკანსიის დასახელება:   პრობლემური სესხების მართვის  ჯგუფის უფროსი

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაო საათები:

  • 10:00-19:00  (ორშაბათი – პარასკევი)
  • 10:00-14:00  (შაბათი)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პრობლემური აქტივების მართვა;
  • ვადაგადაცილებაში მყოფ კლიენტებთან, მათ თავდებებთან  სატელეფონო კომუნიკაცია,  ვიზიტების განხორციელება,  მოლაპარაკებების წარმოება;
  • მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
  • საჭირო დოკუმენტაციის  მომზადება და დახარისხება;
  • საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
  • სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მართვის  მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

 

პიროვნული უნარები:

  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე,  ენერგიული,   მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

 

დაინტერესებულ  პირებს  გთხოვთ,  2018 წლის 28 თებერვლის  ჩათვლით  გადმოაგზავნოთ თქვენი  რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:  infogirocredit@gmail.com  და საგანში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა