• https://charte.ge/

ავტორი

ელვა მარკეტი

tel: (+995) 595 998 053
mail: vacancy@elvamarket.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გამყიდველი
დამსაქმებელი: ელვა მარკეტი
ბოლო ვადა: 2018/02/07
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1174 -ჯერ

კომპანია  „ელვა მარკეტი “ აცხადებს ვაკანსიას  ჯიხურში გამყიდველის  პოზიციაზე.

კომპანია "ელვა მარკეტი" წარმოადგენს მინიმარკეტის ტიპის თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებულ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან.

"ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: პრესა, წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე, ყოველდღიური მოხმარების საგნები: თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
  • დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
  • გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
  • სალარო აპარატთან გამართულად მუშაობა;
  • კლიენტთა მომსახურება კორპორატიული სტანდარტის შესაბამისად.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული მახასიათებლები:

 

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჯიხურები განთავსებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში (საბურთალო, ვაკე, სადგურის მოედანი, წერეთლის გამზირი, თემქა, გლდანი, სამგორი)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@elvamarket.ge  2018 წლის 7 თებერვლის  ჩათვლით. ან დარეკეთ ნომერზე: +995 595 998 053

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა