ჯიხურში გამყიდველი რუსთავში |
დამსაქმებელი: |
ელვა მარკეტი |
ბოლო ვადა: |
2018/02/07 |
მდებარეობა: |
რუსთავი
|
ნანახია: |
1053 -ჯერ |
კომპანია „ელვა მარკეტი “ აცხადებს ვაკანსიას ჯიხურში გამყიდველის პოზიციაზე.
კომპანია "ელვა მარკეტი" წარმოადგენს მინიმარკეტის ტიპის თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებულ ქსელს, რომელიც ფუნქციონირებს 2012 წლიდან.
"ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: პრესა, წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე, ყოველდღიური მოხმარების საგნები: თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
- დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
- გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
- გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
- სალარო აპარატთან გამართულად მუშაობა;
- კლიენტთა მომსახურება კორპორატიული სტანდარტის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.რუსთავი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@elvamarket.ge 2018 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, ან დარეკეთ ნომერზე: +995 595 998 053.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!