განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების აგენტი
დამსაქმებელი: Coffee Bean
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2018/01/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 413 -ჯერ

კომპანია "Coffee Bean Company", რომელიც არის იტალიური ცნობილი ყავის ბრენდის - "Segafredo Zanetti"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, დაფუძნებულია მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მიერ. 

განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს პროფესიონალურ გუნდთან ერთად, კარიერულ წინსვლასა და განვითარებას.

"Coffee Bean Company" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალური
** მოტივირებული
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პირობები: 

** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** ფიქსირებული ხელფასი და გაყიდვის %.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათით, მისამართზე: skatsitadze@cbc.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25 იანვარი, 2018 წ.

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა