• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსები
დამსაქმებელი: აუდიტსერვისი 2009
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/29
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 401 -ჯერ
აუდიტორული კომპანია აუდიტსერვისი აცხადებს მსმენელთა მიღებას საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე.
 
კურსი გათვალისწინებულია როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისათვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის,  რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ ან გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები საგადასახადო დაბეგვრის კუთხით, აიმაღლონ  პროფესიული მომზადების დონე, გახდნენ კონკურენტუნარიანნი საკუთარ საქმიანობაში.
 
საგადასახადო კოდექსის შესწავლა მიმდინარეობს პრაქტიკული ბიზნეს-მაგალითების გარჩევის გზით, დეტალურად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები და  მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტები, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოში საგადასახადო დაბეგვრას. ლექციები მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში.
 
        პროგრამა მოიცავს შემდეგი საკითხების დეტალურ დამუშავებასა და შესწავლას:
  • გადასახადის ცნება და სახეები
  • საგადასახადო კანონმდებლობის სისტემა
  • საგადასახადო სამართლის სუბიექტები, მათ უფლება-მოვალეობები
  • საგადასახადო ვალდებულების შესრულების, საგადასახადო კონტროლის, საგადასახადო პასუხისმგებლობის, დავათა განხილვის სამართლებრივ ასპექტები, 
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წესი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
  • საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესი.
საგადასახადო ანგარიშგება - შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების შევსების წესი:
  • გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია
  • დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
  • მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია
  • ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ქონებაზე გადასახადის დეკლარაცია
  • აქციზის დეკლარაცია
ლექციებს წაიკითხავენ კვალიფიციური და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე აუდიტორები.
 
ჯგუფური კურსის ხანგრძლივობა: 1.5 თვე, მოიცავს  25 საათს
ღირებულება: 220 ლარი; 
ინდივიდუალური კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, მოიცავს  50 საათს
ღირებულება: 450 ლარი;
სწავლების მიმდინარეობისას მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირებები. 
სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება საატესტაციო გამოცდა, დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
 
მისამართი: მეტრო ახმეტელთან, მუხიანისკენ მიმავალ გზაზე, პროკრედიტ ბანკის ზემოთ  (მე-3 სართული)     
 
ტელ:  (+995 322) 72  98 10
მობ: (+995  597) 73 73 17
 
ვებ.გვერდი _ www.auditservice,ge 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა