განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი - თიანეთი
დამსაქმებელი: მაგნიტი
ბოლო ვადა: 2018/02/10
მდებარეობა: თიანეთი
ნანახია: 325 -ჯერ

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს და დღესდღეისობით მოიცავს 25 სუპერმარკეტს. 2017-2018 წლიდან კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" გთავაზობთ მყუდრო და კონფორტული გარემოს, პროდუქციის ფართო არჩევანს, დაბალ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. 

კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლაზე და განვითარებაზე. რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას. 

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, სუპერმარკეტების ქსელში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი მცოცავი გრაფიკი
ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-35 წლამდე;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში; 
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი" და თქვენი სახელი, გვარი ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: მცხეთა, სამხედროს ქ. 12.

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა