• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი - ქუთაისი
დამსაქმებელი: მკითხველი
ბოლო ვადა: 2018/02/10
ნანახია: 957 -ჯერ

"მკითხველი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას: ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"მკითხველი უნივერსალი" ახორციელებს ცნობილი საერთაშორისო ბრენდის - "Mon Platin"-ის მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული პარფიუმერული პროდუქციისა და კოსმეტიკური საშუალებების სატელეფონო შეთავაზებას. ამასთანავე, უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე მიწოდებას, უფასო საკურიერო მომსახურებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ნებისმიერი მიმართულებით)
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პარფიუმერული პროდუქციითა და კოსმეტიკური საშუალებებით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პროდუქციის სატელეფონო შეთავაზება და გაყიდვა 
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ 
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა. 

დამატებითი მოთხოვნები:

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი 
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების სტრატეგიების ცოდნა
** საქმიანი მოლაპარაკების წარმოება. 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი 
** პრობლემის გადაჭრის უნარი
** გამართული მეტყველება
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** მოქნილობა, დიპლომატიურობა 
** ენთუზიაზმი
** ორგანიზებულობა 
** შედეგზე ორიენტირებულობა.
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
** დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის 4.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mkitkhveliuniversali@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 0431 252121. 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა