• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: კრედიტპოინტი
ბოლო ვადა: 2018/02/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1136 -ჯერ

კომპანია "კრედიტპოინტი" აცხადებს ვაკანსიას  მოლარე-ოპერატორის  (ტექნიკის შემფასებელი) პოზიციაზე. 


ასაკი:  23 - 40 წელი

  • ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით, მინიმალური 500 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა .

სამუშაო საათები:  ლომბარდი მუშაობს დილის 09:30 საათიდან ღამის 03:00 საათამდე, მცოცავი გრაფიკით. (ღამის საათებში ტრანსპორტითუზრუნველყოფს კომპანია)
მისამართი: ყაზბეგის გამზირი
მოთხოვნები :

  • მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • აპლიკანტს უნდა გააჩნდეს მოლარე ოპერატორად  მუშაობის გამოცდილება. 
  • აპლიკანტი კარგად უნდა ერკვეოდეს ტექნიკაში (წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოგვეხმაუროთ).
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, ვისაც გააჩნის ტექნიკის მაღაზიებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკის შეფასება და სასესხო თანხების გაცემა;
  • ფულადი შენატანების მიღება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
  • ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • დალომბარდებული ნივთის საწყობში დაბინავება.
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;


კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება (მაქს. 1 თვე). ანაზღაურება მოიმატებს გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: 
creditpoint82@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა