• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: რესტორანი Cheese
ბოლო ვადა: 2018/02/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1028 -ჯერ

რესტორანი "Cheese", რომელიც იხსნება ფალიაშვილის 80-ში, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი განათლება;
** პროფესიული განათლება ან სტუდენტი;
** ასაკი: 21-დან 40 წლამდე
** მინიმუმ 1 ან 2 წლიანი გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე;
** ქართულ-ევროპულ კერძებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე მუშაობის გამოცდილება;
** რესტორნის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი მენიუს და კერძების ზუსტი ცოდნა;
** ყველის სახეობების შესწავლა;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ინვენტარიზაცია;
** სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** ცვლილებებისადმი მზაობა;
** სისწრაფე, ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის ქონა;
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ენერგიული, თავაზიანი;

ხელფასი გამომდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით, დღეში 15-დან 20 ლარამდე + ბონუსები. დასვენება შეთანხმებით თვეში მინიმუმ 15 დღიანი გრაფიკი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ ფოსტაზე: cheesecafetbilisi@gmail.com, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა