• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი
დამსაქმებელი: რესტორანი Cheese
ბოლო ვადა: 2018/02/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1033 -ჯერ

რესტორანი "Cheese", რომელიც იხსნება ფალიაშვილის 80-ში, აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი განათლება;
** პროფესიული განათლება;
** ასაკი: 25-დან 50 წლამდე
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სარესტორნო ინდუსტრიაში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
** ქართულ-ევროპულ კერძებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე მუშაობის გამოცდილება;
** რესტორნის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასმელების და საკვების ხარისხის კონტროლი;
** შესაბამისი მენიუს და კერძების ზუსტი ცოდნა;
** ყველის სახეობების ცოდნა (შესწავლა);
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ინვენტარიზაცია;
** დანაგდარებისა და აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
** თანამშრომლების და ინტერიერის იერსახეზე ზრუნვა;
** სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** ცვლილებებისადმი მზაობა;
** სისწრაფე, ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის ქონა;
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ენერგიული, თავაზიანი;

ხელფასი გამომდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით, დღეში 30-დან 40 ლარამდე + ბონუსები. დასვენება კვირაში 1 დღე ან შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ ფოსტაზე: cheesecafetbilisi@gmail.com, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა