• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული, მზარეულის დამხმარე
დამსაქმებელი: რესტორანი Cheese
ბოლო ვადა: 2018/02/09
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1525 -ჯერ

რესტორანი "Cheese", რომელიც იხსნება ფალიაშვილის 80-ში, აცხადებს ვაკანსიას მზარეულის და მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** შესაბამისი პროფესიული განათლება ან გამოცდილება;
** მსოფლიოს სამზარეულოს ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ასაკი: 21-დან 50 წლამდე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოამზადოს ძირითადი კერძები, რაც განსაზღვრულია მენიუში;
** შეინარჩუნოს სამუშაო ადგილის სისუფთავე არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად;
** მომზადებული კერძების ხარისხის კონტროლი;
** რესტორანში არსებული სტანდარტების დაცვა, ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** დანაგდარებისა და აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

** სისწრაფე, ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის ქონა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლის ძიების და განვითარების სურვილი 

მზარეულმა უნდა იცოდეს და შეხება ჰქონდეს ყველის სახეობებთან, უნდა იცოდეს პიცასთან მუშაობა, ასევე მინიმალისტურ საკონდიტრო ნაწარმთან. 

პირობები:

** ხელფასი გამომდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით, დღეში 20-დან 25 ლარამდე + ბონუსები. 
** დასვენება კვირაში 1 დღე ან შეთანხმებით.
** მოტივაციისთვის მზარეულს ხელფასზე დაემატება ნავაჭრის %-იც.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ ფოსტაზე: cheesecafetbilisi@gmail.com, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა