• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ასპრია ფიტნესი
ბოლო ვადა: 2018/02/08
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1433 -ჯერ

მომწოდებელი:შპს "ასპრია ჯგუფი"
ქართულ-გერმანული კომპანია  „Aspria Fitness“,  აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სავაჭრო ან მომსახურების  სფეროში;

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
  • კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
  • ფინანსური რეპორტინგის წარმოება, მარაგების აღწერა და კონტროლი;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
  • საქმის განაწილების და ადმინისტრირების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასიამოვნო გარეგნობის გოგონა;
  • სასურველია არამწეველი.
  • მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები;

ანაზღაურება შეთანხმებით 
დამატებითი ინფორმაცია:  ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
სამუშაო საათები: 09:00 – 16:00 დილის ცვლა; 16:00 – 23:00 საღამოს ცვლა (კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე ). ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად.

დამატებითი პირობები: ტრენინგი - 3კვირიდან 1 თვემდე; შემდგომი გამოსაცდელი ვადა -  1 თვე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად  შემდეგ ელ-ფოსტაზე : hr@aspria.ge 
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა