• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
Exsel-ის კურსები
დამსაქმებელი: აუდიტსერვისი 2009
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/09/29
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 459 -ჯერ
აუდიტორული კომპანია “აუდიტსერვისი 2009აცხადებს მსმენელთა მიღებას Exsel-ის კურსებზე.
 
1. Microsoft Excel ; Introduction (შესავალი) 
2. Microsoft Excel ; Advanced (გაძლიერებული კურსი) 
 
თქვენი სურვილისამებრ
 
ლექციებს წაიკითხავენ კვალიფიციური და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები.
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე, მოიცავს  18 საათს
ღირებულება:   Microsoft Excel ; Introduction (შესავალი) ჯგუფური მეცადინეობა-140 ლარი, ინდივიდუალური - 230 ლარი;
Microsoft Excel ; Advanced (გაძლიერებული კურსი) ჯგუფური მეცადინეობა -220 ლარი, ინდივიდუალური - 350 ლარი;
 
გაითვალისწინეთ
 
სასურველია მსმენელი  ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ - ჩვევებს;
 
სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება საატესტაციო გამოცდა, დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
გაეცანით  დეტალური ინფორმაცის, თუ რას შეისწავლით თითოეული კურსის გავლისას. 
 
1. Microsoft Excel Introduction
ტრენინგის თემატიკა:
  • Excel -ის შესაძლებლობების ზოგადი მიმოხილვა;
  • გადაადგილება სამუშაო გვერდზე;
  • მონაცემთა შეყვანა და რედაქტირება;
  • მონაცემთა ტიპები Excel-ში;
  • რიცხვების, ტექსტის, თარიღებისა და დროის შეყვანა;
  • Excel -ის უჯრის შიგთავსის შეცვლა;
  • უჯრის ფორმატირება;
  • ფორმულების ავტომატური შევსება;
  • SmartArt;
  • ოპერაციები სამუშაო გვერდებზე;
  • სამუშაო გვერდის მასშტაბირება, დათვალიერება რამოდენიმე ფანჯარაში, სამუშაო გვერდების შედარება, გვერდის დაყოფა, არეების უძრავად დამაგრება;
  • ოპერაციები სტრიქონებზე და სვეტებზე;
  • Excel-ის დოკუმენტების ბეჭდვა;
  • ფორმულები და ფუნქციები excel-ში;
  • ოპერატორები ფორმულებისათვის, მათი შესრულების თანმიმდევრობა;
  • ფუნქციების მაგალითები, არგუმენტები ფუნქციებისათვის;
  • ფორმულების შექმნა,უჯრისა და დიაპაზონის სახელების გამოყენება ფორმულებში;
  • უჯრის მისამართების ტიპები;
  • ფორმულების გამოყენება ცხრილებში;
  • დიაგრამებთან მუშაობა;
  • ლოგიკური ფუნქციები;
  • სტატისტიკური თვლის ფუნქციები;
  • თარიღებისა და დროის ფუნქციები;
  • მათემატიკურ ფუნქციები;
  • ტექსტური ფუნქციები;
  • დამატებითი ფუნქციები;
  • ტექსტის დაყოფა სვეტებად;
  • რიცხვების გარდაქმნა ტექსტად;
  • სიმბოლოების რაოდენობა უჯრაში;
  • თარიღებისა და დროით მონაცემებთან მუშაობა; თარიღები როგორც რიგობითი რიცხვები.
 
2. Microsoft Excel ; Advanced  
ტრენინგის თემატიკა:
  • ცხრილების შექმნა Table ბრძანების გამოყენებით;

  • ფორმულები და ფუნქციები Excel-ში;

  • ოპერატორები ფორმულებისათვის, მათი შესრულების თანმიმდევრობა;

  • ფუნქციების მაგალითები, არგუმენტები ფუნქციებისათვის;

  • ფორმულების შექმნა,უჯრისა და დიაპაზონის სახელების გამოყენება ფორმულებში;

  • უჯრის მისამართების ტიპები;

  • ფორმულების გამოყენება ცხრილებში;

  • დიაგრამებთან მუშაობა;

  • ლოგიკური ფუნქციები;

  • Lookup & Reference ფუნქციები;

  • სტატისტიკური თვლის ფუნქციები;

  • თარიღებისა და დროის ფუნქციები;

  • მათემატიკური ფუნქციები;

  • ტექსტური ფუნქციები;

  • ფინანსური ფუნქციები;

  • მასივის ფუნქციები;

  • დამატებითი ფუნქციები;

  • ტექსტის დაყოფა სვეტებად;

  • პირობითი დაფორმატება - Conditional Formatting: დაფორმატების პირობა;

  • სამუშაოს დაცვის ტიპები;

  • მონაცემთა დახარისხება, დახარისხება რამოდენიმე კრიტერიუმით;

  • მონაცემთა ფილტრაცია, ფილტრაცია რამოდენიმე კრიტერიუმით;

  • შემაჯამებელი ცხრილის აგება მონაცემთა ბაზის საფუძველზე (PivotTable)

  • ჩვეულებრივი და შემაჯამებელი დიაგრამის აგება (Pivot Table Chart) Data Validation.  Remove dublicates. Text to columns. ავტოსიების შექმნა;  შეზღუდვების დადება ჩამოსაშლელ სიებზე.  Cash flow.

 
 
მისამართი: მეტრო ახმეტელთან, მუხიანისკენ მიმავალ გზაზე, პროკრედიტ ბანკის ზემოთ  (მე-3 სართული)     
ტელ:  (+995 32)272 9810
მობ: (+995 597)737317
 
ვებ.გვერდი _ www.auditservice,ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა