განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საკრედიტო პორტფელის მონიტორინგისა და პრობლემური სესხების მენეჯერი თბილისსა და რეგიონებში
დამსაქმებელი: ქართული კრედიტი
ბოლო ვადა: 2018/01/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 250 -ჯერ

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 

 

ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: 

 

საკრედიტო პორტფელის მონიტორინგისა და პრობლემური სესხების მენეჯერი

 


ჯამში 6 ვაკანტური ადგილი შემდეგ ფილიალებში:

  • თბილისი - 2 
  • გორი - 1
  • ქუთაისი -1 
  • ახმეტა-თელავი - 1 (ერთდროულად ორ ფილიალში მუშაობა)
  • წნორი-ლაგოდეხი  - 1  (ერთდროულად ორ ფილიალში მუშაობა)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა;
  • რეპორტინგის წარმოება;
  • პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია დაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • უნარები:
  • არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

 

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა.

 

პოზიციის პირობები:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სასაუბრო ლიმიტით;
  • საწვავის ხარჯის ანაზღაურება სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან 18:30 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV)  2018  წლის 21 იანვრის  ჩათვლით, შემდეგ მისამართზე:  vacancy@geocredit.ge    
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2 თებერვლისა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა