• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილების უფროსის მოადგილე
დამსაქმებელი: ალდაგი
კატეგორია: დაზღვევა,
ბოლო ვადა: 2018/02/04
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1272 -ჯერ

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე:

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • კორპორატიული სააგენტო ქსელის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება
  • კორპორატიული გაყიდვების აგენტების, კოორდინატორებისა და უმცროსი დაზღვევის მენეჯერების კოორდინირება
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება
  • სადაზღვევო მომსახsურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება
  • დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება;

 

 

მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/კლიენტებთან ურთიერთობების სფეროში;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • MS Office – ის პროგრამების კარგი ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარები:

 

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესული სიტუაციის მართვის უნარი.

 

 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge  2018 წლის 24 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, Subject line–ში მიუთითოთ:  „მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილების უფროსის მოადგილე“

 

 

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი  ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა