• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავტო ზარალების ოპერატორი
დამსაქმებელი: ალდაგი
კატეგორია: დაზღვევა,
ბოლო ვადა: 2018/02/04
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 994 -ჯერ

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო ზარალების ოპერატორის პოზიციაზე, ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00)

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ავტო ზარალის დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის (პოლისის ასლი; კლიენტის განაცხადი, საპატრულო პოლისიის ცნობა და სხვა) მიღება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება;
  • დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
  • დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  გასაცემი თანხის კალკულაცია (ცვეთა, ფრანშიზა და სხვა), შესაბამისი დასკვნის და აქტის (მათ შორის არაპროგრამული)  მომზადება;
  • ავტო ზარალთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.

 

 

ძირითადი  მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია ინფორმაციის დამუშავების და ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით კი, Excel-ის ცოდნა. 

 

 

აუცილებელი უნარები:

 

  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

 

  • გასაუბრება
  • ტესტირება Excel-ში 

 

 


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2018 წლის 21 იანვარის​ ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - „ავტო ზარალების ოპერატორი“. 

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა