• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი ექიმი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2015/04/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება მაგისტრი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1311 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  უმცროსი ექიმის ვაკანსიას თბილისში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 39 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“, „ტრავმატოლოგი“, „Sunstone Medical”, “ჩემი კლინიკა“).
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო    გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
  • სტაციონარული პაციენტების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • ექიმის  მიერ დანიშნულების მართვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობსი მიღება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
                          
                                          
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა დიპლომი სამკურნალო საქმის სპეციალობით;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.
 
დამატებითი მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge .  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „ უმცროსი ექიმი-თბილისი“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა