• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟიორი ბოლნისსა და დმანისში
დამსაქმებელი: ქართული კრედიტი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2015/04/30
განათლება ბაკალავრი
ენები
რუსული
ნანახია: 1084 -ჯერ
მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 10 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 
 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა : სტაჟიორი
ადგილმდებარეობა : ბოლნისი, დმანისი
 
ფუნქცია–მოვალეობები:
  • საბანკო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან  სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის  საჭირო ინფორმაციის მიწოდება ; 
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • გამოცდილ ექსპერტთან ერთად კლიენტის ბიზნესის ფინანსური ანალიზი და საკრედიტო განაცხადის მომზადება;
  • ექსპერტთან ერთად საკრედიტო განაცხადის ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
  • დაინტერესებული პირებისათვის სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • გაყიდვების სფეროში  სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 
აუცილებელი უნარები:
  • აქტიური, ენერგიული;
  • თავაზიანი და კომუნიკაბელური;
  • გაყიდვის უნარი;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირება.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2014  წლის 30 აპრილის ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge
 
“subject”-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია და რეგიონი! 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა