• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის ოპერატორი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი
ბოლო ვადა: 2014/09/07
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
სქესი: მამრობითი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 472 -ჯერ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
 
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
 
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს  საწყობის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
 
მოვალეობები:
  • საწყობში შემოსული მასალების პროგრამაში ასახვა ზედნადებების შესყიდვის სახით;
  • შესყიდული მასალების მოთხოვნისამებრ გაცემა და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • დასაწყობებული მასალების ხარჯვის მიზნობრიობის განსაზღვრა;
  • საწყობში შემოსული მასალის აღრიცხვა,შტრიხკოდების მინიჭება და დასაწყობება;
 
მოთხოვნები:
  • სქესი : მამრობითი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე 2014 წლის 7 სექტემბერი  ჩათვლით. 
 
სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „საწყობის ოპერატორი“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა