ავტორი

სასტუმრო KMM

tel: (+995) 555 74 71 86
mail: hr@kmm.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეცეფციონისტი
დამსაქმებელი: სასტუმრო KMM
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2018/01/19
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1083 -ჯერ

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე:

სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავლაბარი მეტეხის I შესახვევი № 10

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
  • ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
  • ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
  • ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
  • ** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
  • ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ** სქესი - მდედრობითი; 
  • ** ასაკი 18 - 30 წლამდე; 
  • ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 
  • ** აუცილებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
  • ** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება Exel-ის კარგ ცოდნას)
  • ** სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული თვისებები:

  • ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
  • ** პრეზენტაბელური გარეგნობა
  • ** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
  • ** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 


ჩვენ გთავაზობთ:

  • ** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
  • ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • ** კვებით უზრუნველყოფას
  • ** სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის შესახვევი N10
  • ** ანაზღაურება: 500 ლარი
  • ** სამუშაო გრაფიკი:
  • ** დღის ადმინისტრატორი:  დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე
  • ** კვირაში 6 სამუშაო და 1 უქმე დღე 
  • ** ღამის ადმინისტრატორი:  ყოველ მესამე დღეს საღამოს 7 საათიდან დილის 10 საათამდე

 

 
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kmm.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი "), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

სასტუმრო KMM გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა