• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი თბილისსა და რეგიონებში
დამსაქმებელი: დი სი ეი საქართველო
ბოლო ვადა: 2017/12/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 735 -ჯერ

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს ″დი სი ეი საქართველო″ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (ყველა რაიონში).

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკების პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა;
  • მოვალეებთან ვიზიტი, მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
  • პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური);
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით რუსული ენის მცოდნე პირებს);
  • კანდიდატს სავალდებულოდ უნდა ჰყავდეს მსუბუქი ავტომობილი, შესაბამისი მართვის უფლეით;
  • პრიორიტეტულია სამართალდამცავ, საგადასახადო, სააღსრულებო, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საბანკო სექტორში, და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • 25-50 წლის ასაკის მამაკაცი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა;
  • გაწონასწორებულობა;
  • მიზანდასახულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: dcageorgia.vacancy@gmail.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 დეკემბრი.  

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და რაიონი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა