• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი თბილისსა და რეგიონებში
დამსაქმებელი: ტრიბა
კატეგორია: იურიდიული, პრობლემური სესხების ექსპერტი,
ბოლო ვადა: 2017/12/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 775 -ჯერ

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს „ტრიბა“, რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი.

შპს „ტრიბა“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში.

მოვალეობები: 

  • პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; 
  • პრობლემურ კლიენტებთან  მოლაპარაკებების წარმოება;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
  • ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
  • პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში: გაყიდვები, ქოლცენტრი, საბანკო, იურიდიული.

სამუშაო საათები: 

  • ორშაბათი - პარასკევი სრული სამუშაო განაკვეთი;
  • შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი.

ამ პოზიციაზე  თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე:  hr@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგიონი სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა