• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო აურუმი

mail: hotel@aurum.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი - ბაკურიანი
დამსაქმებელი: სასტუმრო აურუმი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/12/27
მდებარეობა: ბაკურიანი
ნანახია: 766 -ჯერ

სასტუმრო "აურუმი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ბაკურიანში.

სასტუმრო მდებარეობს კოხტა გორას მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს 49 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი (80-100 ადამიანზე), აუზი სასმელების ბარით, საუნა, ჯაკუზი, ბავშვების გასართობი ოთახი, სასადილო ოთახი, ბარ-რესტორანი, ბილიარდის ოთახი, სავარჯიშო დარბაზი.

ჩვენ ვეძებთ, გამოცდილ, კრეატიულ და ფართო პირადი კონტაქტების მქონე პიროვნებას, რომელიც დაგვეხმარება რესტორნისა და სასტუმროსთვის მეტი კლიენტის მოზიდვაში.

ძირითადი მოვალეობები: 

** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
** სტრატეგიის შესაბამისი მარკეტინგის დაგეგმვა და შესრულება
** სასტუმროს პოზიციონირება ბაზარზე
** ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიება
** არსებულ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონირტორინგი
** ბაზრის ახალი მიმართულებების გამოვლება და სწრაფი ათვისება;
** სატენდერო წინადადებების მომზადება და ტენდერებში აქტიური მონაწილეობა
** პრეზენტაციების მომზადება და პოტენციური პარტნიორებისათვის წარდგენა/გაცნობა
** სოციალურ ქსელებში სასტუმროს პოზიციონირება
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური დატვირთვის პროგნოზირება და გენერალური მენეჯერისათვის წარდგენა
** სასტუმრო და ტურისტული სექტორის გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება 
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი 

პიროვნული თვისებები:

** მართვის უნარი
** მათემატიკური უნარები
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი

ანაზღაურება: 800-1500 ლარი + ბონუსური სისტემა 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ მისამართზე: hotel@aurum.ge

რეზიუმეს განხილვის ბოლო ვადაა 27 დეკემბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა