• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო აურუმი

mail: hotel@aurum.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სასტუმროს მენეჯერი - ბაკურიანი
დამსაქმებელი: სასტუმრო აურუმი
ბოლო ვადა: 2017/12/27
მდებარეობა: ბაკურიანი
ნანახია: 680 -ჯერ

სასტუმრო "აურუმი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის თანამდებობაზე ბაკურიანში.

სასტუმრო მდებარეობს კოხტა გორას მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს 49 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი (80-100 ადამიანზე), აუზი სასმელების ბარით, საუნა, ჯაკუზი, ბავშვების გასართობი ოთახი, სასადილო ოთახი, ბარ-რესტორანი, ბილიარდის ოთახი, სავარჯიშო დარბაზი.

ჩვენ ვეძებთ, გამოცდილ, კრეატიულ და ფართო პირადი კონტაქტების მქონე პიროვნებას, რომელიც დაგვეხმარება რესტორნისა და სასტუმროსთვის მეტი კლიენტის მოზიდვაში.

ძირითადი მოვალეობები: 

** ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** სასტუმროების პიარზე ზრუნვა;
** აქტივობების და აქციების დაგეგმვა გაყიდვების ზრდის მიზნით;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა გაყიდვების მიმართულებით;
** ინტერნეტის გვერდის სრული მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებულების მართვა და მათი საქმის მონიტორინგი(კადრების მიღება და გაშვება საჭიროებისამებრ)
** სასტუმროს ნომრების/ ტერიტორიის (მთელი კომპლექსის) მოწესრიგების მონიტორინგი, მომსახურების გაწევის ხარისხის მონიტორინგი;
** ყოველდღიური ტექნიკური, სამეურნეო, კვების პროცესების მართვა-კონტროლი (ინვენტარის აღწერა და კონტროლი; მომარაგების პროცესის მართვა, პროდუქციის ჩაბარება და კონტროლი;)
** სასტუმროების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სასტუმროს სტანდარტების, ფუნქცია მოვალეობების დანერგვა და 
** შექმნა(პროგრამების შექმნა/შერჩევა და დანერგვა სასტუმროში);
** სასტუმროს აქტივობების გამრავალფეროვნება, არსებულის დახვეწა;
** ხარჯების მინიმალიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სასტუმროს მართვის (მენეჯერის პოზიციაზე)
** რეზერვაციების სისტემებთან მუშაობის ცოდნა
** ენები: რუსული და ინგლისური სალაპარაკო დონეზე
** სტუმრების მოზიდვის უნარი, წყაროები, საშუალება.
** სასტუმროს სისტემის აწყობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** მართვის უნარი
** მათემატიკური უნარები
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი

ანაზღაურება 3000-5000 ლარი + ბონუსური სისტემა 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ მისამართზე: hotel@aurum.ge

რეზიუმეს განხილვის ბოლო ვადაა 27 დეკემბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა